ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
დაბა ბაკურიანში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სპეციალური ხსნარით მოირეცხა სავაჭრო სივრცეების, სასტუმროებისა და საკარანტინო ზონების მიმდებარე ტერიტორია. ამასთან, დეზინფექცია ჩაუტარდა ავტობუსის მოსაცდელებს.
„ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის დასუფთავების სამსახური ბორჯომსა და დაბა ბაკურიანში სადეზინფექციო სამუშაოებს ყოველკვირეულ რეჟიმში ატარებს. სპეციალური ხსნარებით ირეცხება საავტომობილო გზები, საფეხმავლო ბილიკები, ასევე ბანკების, სასურსათო მარკეტების, ბენზინგასამართი სადგურებისა და სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიები. დეზინფექცია უტარდება, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებსა და მათ გარე სივრცეებს,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.