აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 225 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გუშინ ამოქმედებული ახალი პროტოლოკის თანახმად, სტაციონარი და საკარანტინო სივრცე 400-მდე პაციენტმა დატოვა. 300 პაციენტი კი კოვიდის სასტუმროდან, 100-მდე პაციენტი კლინიკებიდან გაეწერა. ამჟამად, სტაციონარში მკურნალობის კურსს 463 პაციენტი გადის, მათ შორის 32 არასრულწლოვანი და 10 ორსულია. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია – 24 პაციენტი. – კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება – 957 პაციენტი,
აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში 8 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. რეგიონში 600 საწოლია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები