სამეგრელოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ორი გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ოთხი შემთხვევა სკოლის მოსწავლეს დაუდასტურა, რომელიც გუშინ განოვლენილი შემთხვევების კონტაქტია.
მოსწავლეების დაინფიცირება ერთ-ერთ რეპეტიტორ მასწავლებელს უკავშირდება, ხოლო მისი დაინფიცირება ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერ უკავშირდება.
“რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 652 ტესტი, აქედან გვაქვს 15 დადებითი პასუხი, მათგან 6 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 ხობის შემთხვევა გვაქვს, 3 არის სენაკის უკვე დადასტურებული შემთხვევის ოჯახის წევრები და ისინინ იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. 5 არის ზუგდიდის შემთხვევა, რომელთგან 1 არის ოქროს ბირჟის კონტაქტი, 4 კი არასრულწლოვანია, რომლებსაც უკვე დადასტურებულ შემთხვევასთნ ქონდათ კონტაქტი. ეს სკოლის მოსწავლეები არიან ქალაქის სკოლის მოსწავლეები, შესაბამისად ვიცი რომ ქალაქის სკოლებში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დისტანციურად და ისინი არ დადიოდნენ სკოლებში”,- განაცხადა მალხაზ თორიამ.
როგორც გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, ამ ეტაპზე ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.
სულ რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 101 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 76 კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში
38 კოვიდპაციენტი მკურნალობს.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში – 158 ადამიანი იმყოფება.