აჭარაში კორონავირუსით 55 წლის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ნონა ეფაძის თქმით, მას აღენიშნებოდა ორმხრივი ლიქვოროთორაქსი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა და სხვა თანმლევი დაავადებები.
,,გარდაიცვალა 1 პაციენტი, 55 წლის ქალი, იგი მკურნალობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. დიაგნოზი იყო: COVID -19, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტოკორონარული შუნტის არსებობა, მიტრალური და სამკარიანი სარქველების ერთდროული დაზიანება, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია, წითელი ქარი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 29 სექტემბერს 01:30 საათზე”-განაცხადა ნონა ეფაძემ