გოჩა ენუქიძე: პრობლემების მოგვარებაზე სახელმწიფო აუცილებლად იზრუნებს

ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობის კანდიდატი პარტია „ქართული ოცნებას-დემოკრატიული საქართველოდან” გოჩა ენუქიძე სამაჟორიტორო ოლქის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დეპუტატობის კანდიდატი რაჭაში ნიკორწმინდის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო-
„ნიკორწმინდა რაჭის განსაკუთრებული სოფელია თავისი ისტორიული ძეგლებით, ამიტომ ტურისტული თვალსაზრისით უნიკალურ პოტენციალს ფლობს.
მართალია აქ ბევრი რამე გაკეთდა, კონკრეტულად კი კეთილმოეწყო ნიკორწმინდის ცენტრალური მოედანი, რეაბიტილდა ტაძრამდე მისასვლელი გზები, აშენდა ტურისტული ობიექტები და განახლდა მიმდებარე შენობების გარე ფასადები,
კეთილმოეწყო ნიკორწმინდის ამბულატორია,

წყალმომარაგების სისტემა დვლების უბანში და სოფელ კაჩაეთში, თუმცა მოსახლეობას ისევ უამრავი პრობლემა აწუხებს, რომელიც უახლოეს პერიოდში მოსაწესრიგებელია, ამაზე სახელმწიფო აუცილებლად იზრუნებს”,- განაცხადა გოჩა ენუქიძემ. დეპუტატობის კანდიდატის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ
დაწყებულია გაზიფიცირების პროცესი სოფელებში კაჩაეთი და ნიკორწმინდა, რომელიც მომავალი წლის მარტის თვეში დასრულდება.
მაჟორიტარობის კანდიდატთან შეხვედრები რაჭა-ლეჩხუმ სვანეთში ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები