სომხეთის დასახმარებლად ჯავახეთიდან სურსათით დატვირთული ტრაილერები გაემგზავრა
აქციისა და მოლაპარაკებების შემდეგ, ჯავახეთში ადგილობრივებს საშუალება მისცეს სომხეთის დასახმარებლად სურსათი გაეგზავნათ. პოლიციამ მოსახლეობას სურსათით დატვირთული მანქანების სომხეთში გადასვლის ნებართვა მისცა.
საქართველო-სომხეთის საზღვართან სიტუაცია ამ დროისათვის, დასტაბილურდა. მიუხედავად ამისა, ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
„ყველაფერი კარგადაა, ხალხი დაიშალა. სიმშვიდეა და რამდენადაც ვიცით მოსახლეობასთან მოლაპარაკებები მიმდინაორებს. გუშინდელმა ღამემაც მშვიდად ჩაიარა. კანონიერების ფარგლებში მოხდა ყველაფერი. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა საზღვართან“,- განუცხადეს „რეგიონულ კვირას“ ნინოწმინდის მერიაში.
შეგახასენებთ, რომ გუშინ, ღამის საათებში ჯავახეთში სომხეთის დასახმარებლად ადგილობრივები საზღვრის გადაკვეთას ცდილობდნნენ. ახალგაზრდები გაერთიანდნენ, შეაგროვეს საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და ტანსაცმლები. გუშინვე დაიწყეს იმ ადამიანების სიაში ჩაწერა, ვინც მზადაა სომხეთში გადავიდეს დასახმარებლად.
ცნობისთვის, ორდღიანი დაპირისპირების შედეგად აზერბაიჯანიში გარდაცვლილია 32 მებრძოლი, სომხეთში კი 59.
შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის სადავო ტერიტორიაზე აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმენთს მიმდინარე წლის ივლისშიც დაუპირისპირდნენ.