რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მაღალი სიჩქარით მიმავალი ავტომობილი 16 წლის გოგოს დაეჯახა და ქვეითად მოსიარულე ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, გოგონა ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც ავტომობილი შეეჯახა. მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

შემთხვევის ადგილზე გადაუდებელი დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

როგორც შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები