ირაკლი ქადაგიშვილი: მომავალი წლიდან იწყება თელავის განახლების ახალი ტალღა, 10 მილიონიანი პროექტი
მომავალი წლიდან იწყება თელავის განახლების ახალი ტალღა, 10 მილიონიანი პროექტი,- ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს . ქადაგიშვილმა ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლებასთან ერთად ქალაქში არასებულ ძირითად გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე ისაუბრა. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, თელავში მომავალი წლიდან წყალმომარაგების საკითხი სრულად მოგვარდება.
,,წელს ინტენსიურად მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგება. სადაც გამრიცხველიანება იყო საჭირო, განსაკუთრებით მაღალსართულიან კორპუსებში უკვე სრულდება. დაემატა ახალი ჭაბურღილები, რომელმაც გაზარდა წყლის დებეტი და წლევანდელი ზაფხული გაცილებით უკეთესი იყო წყალმომარაგების კუთხით ქალაქისათვის. ამავდროულად, იწყება დიდი წყალსაქაჩის მშენებლობა წიწმატიანიდან, რომელმაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოაგვაროს წყლის დებეტის საკითხი ქალაქ თელავისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, წლის ბოლოდან მუნიციპალური ტრანსპორტი მოემსახურება მოსახლეობას. მომავალი წლიდან იწყება თელავის 10 მილიონიანი განახლების ტალღა. ეს ის თემებია, რომელიც ქალაქის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.