კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. დღეს ეს გარდაცვალების მეოთხე ფაქტია.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 5552-ს შეადგენს. 2054 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კარატინის რეჟიმშია 5637 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდსასტუმროებში 800 ადამიანი იმყოფება.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.