წნორის მოხუცთა თავშესაფარში კორონავირუსი ბენეფიციარს დაუდასტურდა

კახეთში  “კოვიდ 19”-ის 4 ახალი ინფიცირებულიდან ერთი წნორის მოხუცთა თავშესაფარის ბენეფიციარია.

80 წლამდე მოხუცის დაინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია. სხვა დეტალების დასადგენად ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 054 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 31 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები