ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკში მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.  პროექტის ფარგლებში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შენდება სასცენო ნაგებობა, ასევე დაგეგმილია დასასვენებელი ბაქნების და სათამაშო (საბავშვო) მოედნების, გაზონის, საპარკო სკამების, სასმელი წყლის შადრევნებისა და დეკორაციული განათების ბოძების მოწყობა.ამასთან იგეგმება  პარკში არსებული მნიშვნელოვანი ხე – მცენარეების დენდროლოგიური ჯიშებისათვის მცირე ზომის საინფორმაციო დაფების განთავსება; არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მშენებლობა.

რეაბილიტაციის პროექტის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერი გოჩა კურდღელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ნუკრი ხასიასთან ერთად გაეცნო.

სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 1 819 427 ლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები