გურჯაანში დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

გურჯაანში დაჭრის ბრალდებით პოლიციამ 1950 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავა. “რეგიონული კვირის ” ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ კარდენახში, ყოფით თემაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რა დროსაც შუახნის კაცმა თანასოფლელს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსში” გადაიყვანა და მას ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები