გოგი მეშველიანი ბოლნისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე პასუხისმგევლობას “ნაცმოძრაობას” აკისრებს
გოგი მეშველიანი გუშინ ბოლნისში მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატ კახა ოქრიაშვილს აკისრებს. როგორც გოგი მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხად,ა ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
„ყველაფრის შემსრულებელი არის ალიფ იუსუპოვი და პირადად მან განახორციელა ეს აგრესიული ქმედება – გაუტეხა თავი ჩვენს წარმომადგენლებს. ამას ვერ იზამდა ის წაქეზების გარეშე, კახა ოქრიაშვილის და დიმიტრი შაშკინის წაქეზების გარეშე „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერების გარეშე ამას ვერ გაბედავდა. ჩვენი გუნდის კატეგორიული მოთხოვნაა დაისაჯოს ძალადობაში მონაწილე ყველა პირი, დაწყებული ინსპირატორიდან, დამთავრებული შემსრულებლით. ორივე მხარეს თუ ვინმეს რამე ბრალი მიუძღვის ყველა უნდა დაისაჯოს, ეს არის ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა“, – განაცხადა მეშველიანმა.
ინციდენტი ნახიდურში გუშინ მოხდა. შედეგად “ქართული ოცნების” რამდენიმე მხარდამჭერი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი, გიორგი აწყვერელი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. შს სამინიტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.