შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სამმა სრულწლოვანმა ბრალდებულმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარი თქვა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სამმა სრულწლოვანმა ბრალდებულმა მათი საქმის ნაფიცი მსაჯულების პირობებში განხილვაზე უარი თქვა. ამის შესახებ ბრალდებულების ადვოკატებმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარე პროცესზე შესვენების დროს განაცხადეს.
ამ წუთებში მოსამართლე საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე გადაცემის საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ არის გასული.
ასევე, მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ადვოკატების მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე, რომლითაც ბრალდებულების დამცველები სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას ითხოვენ.