სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

მარტვილის მუნიციპალიტეტის სალხინოს დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ საზეიმოდ დაიხურა. ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

ფესტივალი ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დახურვის ღონისძიებაში  ნუკრი კაპანაძე, ეკა მამალაძე, გიორგი სუხიტაშვილი, The Quintessence და ნინო გულიაშვილი მონაწილეობდნენ.

მერიის ინფორმაციით, მუსიკალური საღამოების პარალელურად სასახლეში გამოფენილი იყო აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდა მხატვართა ნამუშევრები.

ფესტივალი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ა.რ. მინისტრის აპარატის მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალის ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელია – მუსიკოსი შიო აბრახამია, ფესტივალის დირექტორია – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები