სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11-ით გაიზარდა და ჯამში 23 შეადგინა. 10 შემთხვევა ადიგენში, ერთი კი ნინოწმინდაში დაფიქსირდა.
ვირუსმა ადიგენის 5 სოფელი მოიცვა: 5 შენთხვევაა დიდ ზანავში, 2 – ჭეჭლაში, 2 – ღორთუბანში და
1 შემთხვევაც კეხოვანში.
ნინოწმინდაში კორონავირუსი პირველად დაფიქსირდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2054-ს შეადგენს.