ცაგერში 14 ინფიცირებულიდან 12 გამოჯანმრთელდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში კოვიდინფექციის დადასტურებული 14 შემთხვევიდან, 12 უკვე გამოჯანმრთელდა,-ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიამა განუცხადა.
ჯანდაცვის ხელმძღვანელის განმარტებით ლეჩხუმში ეპიდემიოლოგიური კვლევები ყოველდღიურად მიმდინარეობს, 26 ადამიანი კი თვითიზოლაციაშია.
ცნობისთვის, ცაგერის შესასვლელში, სოფელ ღვედის ტერიტორიაზე, განთავსებულია სამედიცინო კარავი, სადაც მუნიციპალიტეტში შემსვლელ-გამსვლელი მოქალაქეებს თერმოსკრინინგი უტარდებათ.