სამეგრელოში კორონავირუსით 14 მოსწავლე დაინფიცირდა

სამეგრელოში კოვიდინფიცირების 20 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 მათგანი სკოლის მოსწავლეა. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, მოსწავლეების დაინფიცირების წყარო რეპეტიტორი მასწავლებელია.

“რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან, 15 არის ზუგდიდი, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან, ეს მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდელი კი არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი. რადგან არასრულწლოვნები მოსწავლეები არიან სამ სკოლაში, სადაც მათ შემხებლობა აქვთ გადავა დისტანციურზე, ეს სკოლებია რუხის, ინგირის პირველი და დიდინეძის საჯარო სკოლები”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.

თორიას განცხადებით, მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

ბოლო მონაცემებით რეგიონში მცხოვრებ ინფიცირებულთა რაოდენობა 92 მოქალაქეს შედადგენს.

საოკუპაციო ხაზზედებარე რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 69 კოვიდდადასტურებული პაციენტი, აქედან 4-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

რაც შეეხება საკარანტინო სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში – 173 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები