სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში მონო სპექტაკლი გაიმართა

სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით მონო სპექტაკლი გაიმართა.

ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

,,27 სექტემბერი ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. დღეს აფხაზეთთან ახლოს, სოფელ რუხში ვიმყოფებით. ეს ადგილი ყველა ჩვენგანისთვის ასოცირდება დიდ ტკივილთან, რადგან ამ ადგილიდან შეჰყურებდა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მშობლიურ მიწას 1993 წლის 27 სექტემბერს. სწორედ აქედან დავანახებთ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ქვეყანას, რომელსაც ვაშენებთ დემოკრატიულად და ევროპული ღირებულებებით, საერთო თანაცხოვრებისთვის. ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ ერთმანეთს” – აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები