“ნაციონალური მოძრაობა” თავის სტილში აგრძელებს პროვოკაციურ კრიმინალურ ქმედებებს – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის დეპუტატი დავით მათიკაშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას. მათიკაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც “ქართული ოცნების” მხარდამჭერები “ნაცმოძრაობის” აქტივისტების პროვოკაციულ ქმედებებს გაერიდნენ. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები უკვე მმართველი პარტიის ოფისთან მივიდნენ და სწორედ იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
“ბოლნისის სოფელ ნახიდურში “ქართული ოცნების” აქტივისტები. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოგი მეშველიანის მხარდამჭერები აკრავდნენ პლაკატებს, რა დროსაც მოხდა პროვოკაცია “ნაცმოძრაობის” მხრიდან, თუმცა ამ პროვოკაციას ხელი შეუშალა რამდენიმე პირმა. აქტივისტები არ წამოეგნენ ამ პროვოკაციას. შემდეგ იქვე ჩაიხანასთან იყო მეორე მცდელობა, რომ პროვოკაციაზე წამოეგოთ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და ისევ უშედეგოდ. უკვე ამის შემდეგ, მესამედ, “ქართული ოცნების” ოფისთან 25-30 კაციანი ჯგუფის ორგანიზება მოახდინა “ნაცმოძრაბამ”. ხელკეტებით შეიარაღებული, აგრესიულად განწყობილი მივიდნენ. სიტყვიერ შელაპარაკებას რო რეაგირება არ მოყვა გადავიდნენ ფიზიკურ ძალადობაზე. მოხდა ჩხუბი, დაზარალდნენ “ონცების” აქტივიტები, რომლებიც გადაყვანილები არიან კლინიკაში. ვიმეორებ, ეს არის “ნაცმოძრაობის” სტილი.
სამართალდმცავი ორგანოები აწარმოებენ გამოძიებას და აუცილებლად უნდა დაისაჯონ დამნაშავეები”,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში ფიზიკური დაპირსპიირება მოხდა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრები საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც ახალგაზრდების ჯგუფი თავს დაესხა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.