“გვინდა კახა ოქრიაშვილმა იცოდეს, რომ აზერბაიჯანელი ხალხი ფულზე არ იყიდება”

კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერთა რიგები დღეს თეთრიწყაროს მკვიდრმა ოცდაათმა ადამიანდამა დატოვა. მაშ შემდეგ რაც ოქრიაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” შეუერთდა მისი მხარდამჭერთა რიგები ნელ-ნელა ცარიელდება.

როგორც თეთრიწყაროს მკვიდრი ეთერი მახმედოვი “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებს, ამომრჩევლებს სჭირდებათ დეპუტატი, რომელიც სტაბილურია.

“ჩვენ არ გვსურს დეპუტატი, რომელიც მანდატს ყიდის, ჩვენ გვჭირდება დეპუტატი, რომელიც იქნება სტაბილური და არ შეიცვლის აზრს ხშირად. ჩვენ გვინდა იცოდეთ, რომ აზერბაიჯანელი ხალხი ფულზე არ იყიდება. ჩვენ არ მოგვწონს “ნაციონალური მოძრაობა”, რადგან მათ დროს არ იყო მშვიდობა, რაც “ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში ცხოვრება დასტაბილურდა. ჩვენ მადლობას ვუხდით მმართველ გუნდს ხალხის მხარდაჭერისთვის”, – გვითხრა ეთერი მახმედოვმა.

შეგახსენებთ, რომ რაც კახა ოქრიაშვილი გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა, მისი მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად, უკვე ასობით ადამიანმა დატოვა. ოქრიაშვილის ყოფილი მხარდამჭერები ამბობენ, რომ მათ არ სურთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” რაიმე სახის კავშირი და მხარს მმართველ პარტიას უჭერენ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები