აფხაზეთის ომის გმირებს ლანჩხუთში პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშრებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძემ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.
“27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იმ ბიჭების სახელები, რომლებმაც გმირულად გასწირეს თავი ჩვენი ქვეყნის მთლიანობისათვის და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას
,- განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები