ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლები დისტანციურ სწავლებაზე გადადის

ოზურგეთში კორონავირუსის მომატებული შემთხვევების გამო, მუნიციპალიტეტის სკოლები სწავლას დისტანციურ რეჟიმში გააგრძელებს.
“დილით მოვიდა დირექტივა, რომ გურიაში, სამივე მუნიციპალიტეტის სკოლები უნდა გადასულიყვნენ დისტანციურ სწავლებაზე, თუმცა საბოლოოდ, ონლაინ რეჟიმში მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლები გადავლენ. ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სკოლები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს სწავლას. ჯერჯერობით უცნობია, რამდენხანს გაგრძელდება ასე”, – განაცხადა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო ჩიტაძემ.
გურიაში, სწავლა ყველა მუნიციპალიტეტში 15 სექტემბერს, საკლასო ოთახებში განახლდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები