ჭიათურის მერმა აფხაზეთის ომში დაღუპული ჯუმბერ თორღვაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპული ჭიათურელი მებრძოლის, ვახტანგ გორგასლის სახელობის მე3 ხარისხის ორდენის კავალერის,მაიორ ჯუმბერ( ჯონი) თორღვაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და მისი საფლავი გვირგვინით შეამკო.
„27 სექტემბერი ჩვენს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული თარიღია. აფხაზეთის ომს 18 ჭიათურელი ჯარისკაცი შეეწირა. 4 მებრძოლი უგზო-უკვლოთ დაკარგულად ითვლება.მათი ხსოვნა არასდროს მიეცემა დავიწყებას.“ -განაცხადა ჭიათურის მერმა გივი მოდებაძემ.
27 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა. სოხუმისთვის გადამწყვეტ ბრძოლას 27 ივლისს სოჭში ცეცხლის შეწყვეტისა და სამხედრო ტექნიკის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის შესახებ დადებული შეთანხმება უძღოდა, თუმცა აფხაზური მხრიდან ის 16 სექტემბერს დაირღვა.
ქართული მხარის ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 5 ათასი ქართველი ჯარისკაცი და 8 ათასი ქართველი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 400 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი-უსახლკაროდ დარჩა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები