კახეთში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან ირაკლი შიოშვილთან, ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებულ ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან ირაკლი ქადაგიშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად ერთიანი საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.
ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული ჯარისკაცის დავით შიომღვდლიშვილისა და ტამიშის გმირების საფლავებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა.
აფხაზეთში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები