რუსთავში აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი და ჟიული შარტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის და ჟიული შარტავას გარდაცვალების დღეა.  ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძემ, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქალაქის თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.
ასევე,  ცურტაველის მიმდებარე დიდების ხეივანში გვირგვინებით შეამკეს აფხაზეთში დაღუპულთა მემორიალი და ჟიული შარტავას ძეგლი.
ჟიული შარტავა აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები