ბათუმში ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბათუმში, გმირთა ხეივანში ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
,,27 წელი გავიდა სოხუმის დაცემის დღიდან. საქართველოს უახლეს ისტორიაში ეს ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღია. ეს იყო ომი ქართველებისა და აფხაზების წინააღმდეგ, რომლის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანმა იძულებით დატოვა საკუთარი სახლი და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები.
პატივს მივაგებ ამ ომში დაღუპულთა ხსოვნას. მჯერა, რომ ჩატეხილი ხიდი აუცილებლად აღდგება, ჩვენ დავბრუნდებით და დავიბრუნებთ ერთმანეთს”, – ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები