სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დღეს გამოვლინდა. მხარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ერთ-ერთი დაინფიცირებული ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭეჭლადანაა, მეორე კი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავიდან.
ცნობისთვის, ორივე პაციენტს ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში კორონავირუსი პირველად დადასტურდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასობრივი ტესტირება.