ლეჩხუმში აფხაზეთის ომში დაღუპულებს გმირებს პატივი მიაგეს
სოხუმის დაცემიდან 27 წლის თავზე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ უგრეხელიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი გუგავამ, აფხაზეთის ომის ვეტერანებთან ერთად ტერიტორიული მთლიანობისთვის შეწირულ გმირებს პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ცაგერის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი კვირიკაშვილი „რეგიონულ კვირასთან“ ჰყვება, რომ ლეჩხუმიდან აფხაზეთის ომში 100-ზე მეტი მეომარი იბრძოდა, აქედან 16 მათგანი ამ ომმა შეიწირა.
„ჩვენ დღეს დიდი პატივით ვიგონებთ გმირებს, რომლებმაც საქართველოს თავისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას თავიანთი სიცოცხლე შესწირეს, მადლობას ვეუბნებით იმ ცოცხლად დარჩენილებს, რომლებიც ამ იდეისთვის გულწრფელად იბრძოდნენ”,- განაცხადა სამსახურის ხელმძღვანელმა.