აჭარაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აჭარაში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. ნონა ეფაძის თქმით, რეგიონში კორონავირუსის ახალი კერები არ ფიქსირდება. ახალი გამოვლენილი შემთხვევები უკვე დადასტურებულის კონტატებია. ბოლო 24 საათის განმავლობაში, 3 500-ზე მეტი პისიარ ტესტი ჩატარდა.
,,გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში აღებული იქნა 3500-ზე მეტი PCR ტესტი, აქედან კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდ კარანტინში მეთვალყურეობაზე იმყოფება – 949 პაციენტი, მათ შორისაა 71 არასრულწლოვანი. უნდა ავღნიშნო ისიც, რომ სტაციონარიდან გამოჯანმრთელდა და გაეწერა 17 პაციენტი. კოვიდ სასტუმროდან ბინაზე გაეწერა 9 პირი . აჭარაში ახალი კერა არ გვაქვს, გამოვლენილი შემთხვევები უკვე დადასტურებულის კონტაქტებია. აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მართვაში ჩართულია 8 სამედიცინო დაწესებულება. რეგიონში მობილიზებულია 600 საწოლი, ასევე კოვიდ დადებითი პაციენტებისთვის გამოყოფილია 7 საკარნტინო სივრცე“,-განაცხადა ნონა ეფაძემ.
ბათუმის კოვიდ კლინიკების სტაციონარში 494 პაციენტი მკურნალობს, მათ შორისაა 41 არასრულწლოვანი და 15 ორსული, ორსული პაციენტებიდან ერთი თბილისში. რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები