ზაზა ლომინაძე: საქართველო უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი

სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. ქუთაისში , ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მაჟორიტარი დეპუტატობისა და მერობის კანდიდატებთან ერთად, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს გმირები, რომლებმაც ქვეყანა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს.

,,27 სექტემბერს, 27 წლის წინ, სოხუმი დაეცა. ძალიან ძნელია ამ სიტყვების თქმა, რადგან მათ მიღმა ათასობით დაღუპული და საკუთარი სახლიდან დევნილი ჩვენი თანამემამულეა, ჩვენი დროებით დაკარგული მიწებია. აფხაზეთის ომის გმირების ნათელ ხსოვნას მივაგეთ პატივი, სანთლები ავანთეთ, გვირგვინებით შევამკეთ დიდების მემორიალი. სიმბოლურია, რომ 27 სექტემბერს ჯვართამაღლების დღესასწაულსაც აღვნიშნავთ. საქართველო უნდა გამთლიანდეს, გაერთიანდეს და ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ერთმანეთი!”,-განაცხადა ზაზა ლომინაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები