რუსთავში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსთავში კორონავირუსის 3ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ერთი-ერთ ინფიცირებულს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

“დღეისთვის რუსთავში კორონავირუსის სამი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ორი დადასტურებული პირის კონტაქტია, ერთს კი აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონტაქტები მოკვლევა”, – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

ცნობისთავის, რუსთავში, 29 აგვისტოდან დღემდე, კორონავირუსის 55 შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები