ხაშურის “ივერიისა” და ხობის “კოლხეთის” გოგონათა გუნდებს შორის დაპირისპირება ფრედ დასრულდა

26 სექტემბერს ქ. ხაშურში, სოფელ ცხრამუხის სტადიონზე ფეხბურთში გოგონებს შორის საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის  მორიგი მატჩი ჩატარდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხაშურის სპორტსკოლიდან აცნობეს.
“ერთმანეთს ხაშურის “ივერია” და ხობის “კოლხეთი” შეხვდა.
შეხვედრა ფრედ 4:4 დასრულდა. 1 გოლი ირმა ლომიძემ გაიტანა; 2 გოლი ელენე ენჯიბაძემ გაიტანა; 1 გოლი ლალი გორგაძემ გაიტანა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი – თემურ კობერიძეა.
წარმატებებს ვუსურვებთ შემდეგ ასპარეზობებზე ხაშურის ,,ივერიის” გოგონათა გუნდს” , -ნათქვამია ხაშურის სპორტსკოლის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები