ალექსანდრე მოწერელია: ჩემი მიზანი სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში აბედათის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე დეპუტატობის კანდიდატმა მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. ასევე, საუბარი შეეხო მის სამომავლო გეგმებს და პრიორიტეტულ მიმართულებებს.

„ჩვენი ხელისუფლების პერიოდში აბედათში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ახლახან დასრულდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მეორე ეტაპის სამუშაოები.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აბედათის ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოიყო 64 000 ლარი. მოსახლეობის გადაწყვეტილებით განხორციელდა ისეთი პროექტები როგორებიცაა: გზის მოხრეშვა, სანიაღვრე არხების და ცხაურების მოწყობა, მოსაცდელის რეაბილიტაცია.
ამ სოფელში არაერთხელ ვყოფილვარ და ჩემთვის ცნობილია მათი საჭიროებები. ნაწილი პრობლემების უკვე მოგვარდა და ნაწილზე მუშაობა მიმდინარეობს. ჩემი მიზანიც სწორედ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირება და მათი დახმარებაა”-აღნიშნა ალექსანდრე მოწერელიამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები