ფირუზ ბოლქვაძე: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებ-გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, ფირუზ ბოლქვაძის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებ-გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. მისივე ცნობით, ჰაკერული თავდასხმის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვებ-გვერდი პარალიზებული იყო.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ვებ-გვერდზე კიბერთავდასხმა განხორციელდა. შედეგად, საიტის თავსართში ჰაკერებმა ჩააშენეს კოდი, რომელიც ხელს უშლის გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე პირდაპირ წვდომას და მომხმარებლებს ამისამართებს სხვადასხვა, კონტენტთან კავშირში არმყოფ მასალებზე.

ჰაკერული თავდასხმის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ვებ-გვერდი პარალიზებული იყო. თუმცა ტექნიკურმა ჯგუფმა ხარვეზების ნაწილის გამოსწორება შეძლო და გრძელდება პროფილაქტიკური ღონისძიებები რესურსის ჩვეულ სამუშაო რეჟიმში დასაბრუნებლად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო მიიჩნევს, რომ კიბერშეტევა იყო ორგანიზებული და მიზნად ისახავდა როგორც მაუწყებლის მნიშვნელოვანი პლატფორმის დაზიანებასა და მისი მუშაობის შეფერხებას, ასევე, გამოქვეყნებული მასალების სოციალურ ქსელებში გავრცელებისთვის ხელის შეშლას. შესაბამისად, მენეჯმენტმა ფაქტის გამოსაძიებლად სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა”, – აღნიშნავს ბოლქვაძე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები