“პატივს მივაგებთ ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაცემულ გმირებს” – “ლელოს” მაჟორიტარობის კანდიდატები ფახულანის მოსახლეობას შეხვდნენ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზზე მდებარე სოფელ ფახულანში, “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა სამეგრელოში, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრას ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი ალექსანდრე ახვლედიანი, ხობი, სენაკი, ფოთის მჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბარამია და წალენჯიხა, ჩხოროწყუ, მარტვილი, აბაშას მაჟორიტარობის კანდიდატი თამარ ბელქანია დაესწრნენ.

“სამეგრელოსა და გურიის მაჟორიტარებმა გადავწყვიტეთ, ერთად დავმდგარვიყავით და ერთად გვეთქვა პარტიის გეგმა, თუ როგორ ვხედავთ აფხაზეთის დაბრუნებას, ჩვენ ასევე სოხუმის დაცემის დღეს გვინდა პატივი მივაგოთ ომში დაღუპული ადამიანების ხსოვნას, რომლებიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაეცნენ. ამის კლასიკური მაგალითია ჟიული შარტავა”, – განაცხადა თამარ ბელქანიამ.

როგორც პარტიის ლიდერები აცხადებენ, მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანი “ლელო საქართველოსათვის” „მარშალის გეგმის“, ანაკალიის ღრმაწყლოვანი პორტის, საქართველოს რეკონსტრუქციისა და აღორძინების პროგრამის წარდგენა იყო, რაც საბოლოო ჯამში ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ახალ ეტაპს გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები