ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 59 წლის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი რამდენიმე კვირის წინ ბათუმიდან გადაიყვანეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” კლინიაში განუცხადეს, ქალის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და მას თანმდევი დაავადებები, ასევე ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.
“რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა 59 წლის ქალი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მიხერხდა”, – განაცხადა კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ნოდარ მაღლაფერიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1819 უკვე გამოჯანმრთელდა, კარანტინის რეჟიმში 5674 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდ სასტუმროში მყოფთა რაოდენობა კი 800-ია.