ადიგენში კორონავირუსით კიდევ სამი პირი დაინფიცირდა
ადიგენის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც „რეგიონული კვირისთვისაა“ ცნობილი ინფექცია გომაროში, ჭეჭლასა და უდეში მცხოვრებლებს დაუდასტურდა.
სოფელ უდეში დაინფიცირებული პირი, იმ ექთნის ოჯახის წევრია, რომელიც კორონავირუსით მას შემდეგ დაინფიცირდა რაც სოფელ ჭეჭლაში გამოძახებაზე იმყოფებოდა.
რაც შეეხება სოფელ გომაროს შემთხვევას, მამაკაცის ინფიცირების წყარო უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში ბოლო მონაცემებით 11 კოვიდინფიცირებულია.