28 სექტემბრიდან ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირდე მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიის  ინფორმაციით, ქუთაისში, 28 სექტემბრიდან დავით აღმაშენებლის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება,

მათივე ცნობით, დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით შეიზღუდება.

„2020 წლის 28 სექტემბრიდან, ქალაქ ქუთაისში დავით აღმაშენებლის გამზირზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების მიზნით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ, სამოძრაო ზოლის მარჯვენა მხარეს, ნინოშვილის ქუჩის კვეთიდან ზვიად გამსახურდიას გამზირის კვეთამდე. ბოდიშს გიხდით შეფერხებისათვის“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები