კახა კუკავას თქმით, ხაზარაძის მხირდან უარყოფა, რომ “თიბისის” არავინ გაუსახლებია საცხოვრებელი ფართიდან, უტიფრობაა

ამ ქვეყანას არ აკლია, ქართულ პოლიტიკას უტიფრობა, მაგრამ განცხადება ხაზარაძის მხრიდან, რომ “თი-ბი-სი”-ს არ გაუსახლებია და მის ბანკს არ გაუსახლებია არცერთი ადამიანი საცხოვრებელი ფართიდან ეს, მაინც რაღაცა არის ძალიან საგანგებო და უნიკალური, – ასე გამოეხმაურა “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, თითქოს “თიბისი” ბანკს სამეგრელოში არცერთი ოჯახი არ გამოუსახლებია.

“არსებობს ასეთი საიტი, საჯარო რეესტრის საიტი – napr.gov.ge ჩაწერეთ იქ და იპოთეკას და რამდენ იძულებით აუქციონს და გამოსახლებას ამოგიგდებთ ეს საიტი, ნახავთ. არ ჩერდება ჩემი ტელეფონი, ასევე ჩვენი პარტიის გვერდზეც შემოდის შეტყობინებები
ათეულობით ადამიანისა, რომელიც ამბობს, რომ ჩემი ისტორია აჩვენეთ ტელევიზიით, ჩვენ გაგვაშუქეთ, თუ როგორ გამოგვაგდო და დაგვაკარგვინა ბინდა. მე ვაპირებ, რომ უახლოესი დღეებში დავიწყოთ კამპანია, მივიდე ამ ხალხთან. ოჯახებში ვეღარ მივალთ, რადგან გაუყიდა უკვე ხაზარაძემ და დღეს მაას სხვა მესაკუთრეები ყავს, მაგრამ ხალხი ხომ არსებობს და ისინი მოგიყვებიან თვითონ თავიანთ ისტორიებს, როგორ დარჩნენ ისინი ღია ცის ქვეშ და როდესაც ახლა, ეს ადამიანი საუბრობს იმას, რომ მევახშეობა უნდა აიკრძალოს, ნუ, არ ვიცი, ალბათ გიგა ბოკერია მოითხოვს ღვთის გმობა აიკრძალოს და ელენე ხოშტარია გეიპრაიდების აკრძალვას. ეს არის უბრალოდ საარჩევნო კონიოქტურა, რომელიც ეწინააღმდეგება, როგორც პოლიტიკურ თანმიმდევრულობას, ასევე ელემენტარულ ადამიანურ მორალს. კიდევ საუბრობს ტირანი ოლიგარქიო”, – განაცხადა კახა კუკავამ.

კუკავას თქმით, რაც არ უნდა შეეცადოს ხაზარაძე, რომ გადაშალოს ის, თუ რაც ხდებოდა მის ბიოგრაფიაში 2019 წლამდე, ეს შეუძლებელია.

შეგახსენებთ, რომ “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “რეგიონული კვირის” კითხვას, რამდენი ადამიანი დატოვა უსახლკაროდ “თიბისი” ბანკმა ზუგდიდში, უპასუხა, რომ არცერთი.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები