კახეთის რეგიონში კოვიდ 19-ის 1 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია „რეგიონულ კვირას“ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განუცხადა.
“კორონავირუსი რეგიონებში ასე ნაწილდება, აჭარაში 166 პაციენტია, იმერეთში – 55, თბილისში – 41, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18, გურიაში – 9, ქვემო ქართლში – 3, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში კი 1-1 პაციენტი. ჩვენს ცენტრში იმყოფება 31 კოვიდინფიცირებული, მათი უმეტესობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალოა და გვყავს 2 მძიმე პაციენტი“, – განაცხადა ენდელაძემ.
ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 4960 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1819 ადამიანი, 27 პაციენტი კი გარდაიცვალა.