ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაავადებული 19 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა განუცხადა.
,,19 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა, აქედან სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. 7 პაციენტს კი 24 საათის განმავლობაში მაღალი წნევით მიეწოდება ჟანგბადი. სამედიცინო დაწესებულებაში პნევმონიით 115 პაციენტი გადის მკურნალობას. მათ სხვადასხვა ხარისხის დაავადებები აღენიშნება. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ 12 პაციენტის გაწერას ვვარაუდობთ დღეისათვის“ – განაცხადა გია კიკაბიძემ.
შეგახსენებთ, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 141 კოვიდინფიცირებული მკურნალობს