სამცხე-ჯავახეთში კოვიდ19 ერთ პირს დაუდასტურდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ერთით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყნის მასშტაბით296 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მარინა ენდელაძის განცხადებით, ყველას დაინფიცირების წყარო ცნობილია.
ცნობისთვის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1918-ს მიაღწია.