ნონა ეფაძე: ამ ეტაპზე კოვიდმიმღებ კლინიკებში 92 თავისუფალი საწოლია

აჭრაში კორონავირუსის 166 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის ნონა ეფაძის თქმით,  კოვიდკლინიკებში ამ ეტაპზე 92 თავისუფალი საწოლია.
“გამოვლენილი შემთხვევები არის კონტაქტში მყოფი პირები, უკვე დადასტურებული შემთხვევებისა. როგორც ვიცით 8 კლინიკა ემსახურება ინფიცირებულებს. დღეისათვის საწოლფონდი უმკლავდება ინფიცირებულების მიღებას. საჭიროების შემთხვევაში რაოდენობა დაემატება. კლინიკებიდან გუშინ საღამოს გაეწერა 10 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ველოდებით გამოჯანმრთელებულების რაოდენობის ზრდას“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
აჭარაში კორონავირუსზე მკურნალობის კურსს 184 პაციენტი გადის, აქედან 40 არასრულწლოვანი და 14 ორსულია. მეთვალყურეობის ქვეშ 902 საეჭვო პაციენტი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები