იმერეთში კორონავირუსის 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ნაწილი დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებია, ნაწილის ინფიცირების წყარო კი ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ქუთაისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ნოდარ მაღლაფერიძემ განაცხადა, იმერეთში სულ 1182 ანალიზი დამუშავდა.
“24 საათის განმავლიბაში სულ დამუშავდა 1182 ანალიზი,მათგან 55 კოვიდდადასტურებული შემთხვევაა. ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ კლინიკაში შემოიყვანეს 5 პაციენტი დანარჩენები გადანაწილდა სხვა კოვიდმიმღებ კლინიკებში”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
იმერეთში კოვიდინფიცირებული 200-მდე პაციენტი მკურნალობს.