სამეგრელოში კორონავირუსის 12 შემთხვევა გამოვლინდა, 2 – გამოჯანმრთელდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას განცხადებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოვლენილ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა.
“25 სექტემბრის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 673 ტესტი, აქედან გვაქვს 12 დადებითი პასუხი, მათგან 3 ზუგდიდის შემთხვევეაა, ხოლო 9 არის ოკუპირებულ საბერიოს შემთხვევა. ზუგდიდის სამივე დადასტურებული შემთხვევა უკავშირდება ე.წ. ოქროს ბირჟის კლასტერს. სულ რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 68 მოქალაქეს. რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 63 კოვიდ პაციენტი, აქედან 5-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, ორი გამოჯანმრთელდა მათგან ერთი არის საბერიოს მკვიდრი, მეორე კი ბათუმის”, – განაცხადა მალხაზ თორიამ.
რაც შეეხება ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცში 176 მოქალაქე იმყოფება.