რუსთავში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა
რუსთავში კორონავირუსის 2ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის “ცხელების ცენტრში” ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ერთი შემთხვევა იმპორტირებულია.
“პაციენტი 30 წლამდე ქალია, ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და კონტაქტების წრე არ უფიქსირდება.
რაც შეეხება მეორე ინფიცირებულს, საქმე გვაქვს იმპორტირებულ შემთხვევასთან. კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ის ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა და ვირუსი გეგმური ტესტირების დროს დაუდასტურდა. ორივე პაციენტი გადაყვანილია თბილისში, შესაბამის დაწესსებულებაში”, – განაცხადა მაია რაზმაძემ.
ცნობისთავის, რუსთავში, 29 აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის 45 შემთხვევა გამოვლინდა.