ახალციხეში დაკავებულ დირექტორს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ
ახალციხეში მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორს, გ.კ-ს, რომელსაც ბრალად ცოლ-შვილის მიმართ განხორციელებული მუქარა ედება, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 10000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ დირექტორი 23 სექტემბერს, მეუღლისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დააკავეს.
ცნობისთვის, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.