იოსებ ხახალეიშვილი: ჩემს ქალაქში თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდნენ.

იოსებ ხახალეიშვილმა სულხან-საბას ადმინისტრაციულ ერთეულში ბოლო სამი წლის განმავლობაში მერიის მიერ ჩატარებულ სამუშაოებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, მრავალსართულიან კორპუსთა ეზოების რეაბილიტაციაზე, საყრდენი კედლების გასამაგრებელ სამუშაოებზე, საგზაო ინფასტრუქტურის მოწესრიგებაზე, სკვერებისა და რეკრეაციული ზონების მშენებლობაზე.

“მოსახლეობამ ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული გამოწვევები დეტალურად გაგვაცნო, ასევე, იმედი გამოთქვეს, რომ მომავალშიც ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს პრობლემების მოგვარებაში გულისხმიერად დაეხმარება. ჩემს ქალაქში თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები”,- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები