ხობში პროექტის ,,საუბარი ჭადრებთან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

ხობის ცენტრალურ პარკში, პროექტის ,,საუბარი ჭადრებთან“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ წაიკითხა მოხსენება თემაზე ,,სოხუმი-ქართველთა დაუვიწყარი ტკივილი“.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობეს. მათივე ცნობით, მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია დამსწრე საზოგადოებაში.
ღონისძიება ხობის მუნციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია: დაისვა მრავალი საინტერესო შეკითხვა, რომლებზეც მომხსენებელმა ამომწურავი პასუხი გასცა.
ღონიძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის კულტურის სამსახურის უფროსი ელისო კვიკვინია და საკრებულოს განათლების კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია ესწრებოდა

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები